ირაკლი კობახიძე - რა თქმა უნდა, დღეს იმპიჩმენტი ჩავარდება, მაგრამ რას ვიღებთ? - ჩვენ შევინარჩუნეთ კონსტიტუცია და მეორე, ლუსტრაცია ალიანსის, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორისაა

­

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ „კარტინკაზეც“ კი ერთად თანხმდებიან, იმ დონეზე ღრმად არიან ერთმანეთთან ალიანსში შესული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში არიან.

„რა თქმა უნდა, დღეს ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩავარდება. ქალბატონ სალომეს კონსტიტუციის დარღვევა წინასწარ ჰქონდა გავლილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

ბუნებრივია, იმპიჩმენტს არ ექნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჩავარდება დღეს იმპიჩმენტი, მაგრამ რას ვიღებთ? - ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ რამეს ვიღებთ, პირველ რიგში, ჩვენ შევინარჩუნეთ კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას სამომავლოდ, ამას ჰქონდა სერიოზული სახელმწიფოებრივი, პრევენციული ეფექტი, დადგინდა დარღვევა იქ, სადაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიღებთ მათ შორის, იმ სურათით, რაც დღეს აქ გვაქვს - ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორისაა.

ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? პირდაპირ ალიანსშია. თავიდანვე ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, ამის ამსახველი სურათია დღეს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

უფრო მეტიც, გუშინწინ, წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, თქვენ გარეთ დარჩით, მე ვიქნები მარტო დარბაზშიო, „კარტინკაზეც“ კი ერთად თანხმდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“, იმ დონეზე ღრმად არიან ერთმანეთთან ალიანსში შესული“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება