მამუკა მდინარაძე - ვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს გაგვცეს პასუხი, ეს ქვეყანა დღევანდელ მოცემულობაში, არსებული ხელისუფლებით, გატარებული რეფორმებით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს?

ვთხოვოთ კიდევ ერთხელ ქალბატონ სალომეს, იმაზე მაინც გაგვცეს პასუხი, ეს ქვეყანა დღევანდელ მოცემულობაში, არსებული ხელისუფლებით, გატარებული რეფორმებით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს , - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს „ნაცური“ განცხადებებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსულია.

„სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე მაინც გაგვეცით პასუხი. თქვენი წინა მოსაზრებები გასაგებია, რომ არ იმსახურებდა [ქვეყანა კანდიდატის სტატუსს].

დღეს იმსახურებს თუ არა სტატუსს, ქართველ ხალხს, თუ შეიძლება მიმართოთ და უთხრათ, რა მოცემულობა გვაქვს, რას ფიქრობთ. დღესაც რომ არ გვცემთ პასუხს, პრორუსულიაო რომ ამბობთ ხელისუფლებაზე, კიდევ ევროინტეგრაციას ურტყამთ ამ დამაზიანებელი, „ნაცური“ „მესიჯბოქსით“, ახლა ის მაინც დაგვიკონკრეტეთ, რაშია საქმე, იმსახურებს თუ არა ქვეყანა არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს?“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება