ლევან დავითაშვილი - საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არამხოლოდ აძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ აქვს უფრო ფართო რეგიონული სარგებელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, სესიაზე „მაღალი დონის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას.

მინისტრის შეფასებით, რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და მისი უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში.

„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების გათვალისწინებით, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს, როგორც ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. ამ დერეფანს შეუძლია ისეთი ხელშესახები უპირატესობების შეთავაზება, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტირების მარშრუტთან შედარებით მოკლე დრო და უფრო ფართო წვდომა სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში, რომელიც, მინისტრის შეფასებით, იქცა ორი ქვეყნის პარტნიორობის ახალი ეპოქის ამოსავალ წერტილად. ვიზიტის შედეგად მიღებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც აყალიბებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალი წლებისთვის.

„საქართველოს, რომელიც ატარებს ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას და აქვს გამარტივებული საბაჟო პროცედურები, შეუძლია ამაყად წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარტივებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატალიზატორმა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უმოკლეს მარშრუტს შორეული აზიიდან ევროპის მიმართულებით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა