ჯო ბაიდენი ისრაელში - აღშფოთებული ვარ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო, როგორც ჩანს ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ

როგორც ჩანს, საავადმყოფოს აფეთქებაზე „სხვა გუნდია“ პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თელ-ავივში განაცხადა.

„ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ“, - განუცხადა მან ნეთანიაჰუს.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას დღეს შეერთებული შტატები.

„მე დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ იცოდეს, თუ სად დგას ამერიკის შეერთებული შტატები. მე პირადად მსურდა აქ ჩამოსვლა და ამის ნათლად დაფიქსირება“, - აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შედარებით ე.წ. ისლამური სახელმწიფოც კი უფრო რაციონალურად მოქმედებდა და დაამატა, რომ „ჰამასი არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და „ჰამასმა“ მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა“.

„ისრაელს ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ“, - განაცხადა შეხვედრის ბოლოს ჯო ბაიდენმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს