მიხეილ სარჯველაძე - სიტყვა ისეთი იყო, რომ უფრო მეტად, ალბათ, გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს, ვიდრე კონკრეტულად საკითხის გარკვევაში მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების მოტივაციაზე დაუსვა კითხვა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი რომ პასუხი იქნება საგნობრივი, რადგან მისი დაკვირვებით, პრეზიდენტს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვით გულის აჩუყების მიზანი ჰქონდა, ვიდრე დისკუსიისთვის რაიმეს შემატება.

„ჩემი კითხვა იმავდროულად მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი მოტივაციასთან დაკავშირებით, თორემ იმპიჩმენტის საფუძვლებთან დაკავშირებით კითხვები არავის აღარ დარჩა. მოტივაცია კი მაინტერესებს ამ თვალსაზრისით, როდესაც პრეზიდენტის, თქვენი არჩევა მოხდა და ამ თანამდებობაზე როდესაც შეუდექით უფლებამოსილების განხორციელებას და ახლა განსხვავებულად თუ კითხულობთ თქვენი უფლებამოსილების და ფარგლების განმსაზღვრელ ნორმებს საქართველოს კონსტიტუციიდან, იქნება ეს 49-ე თუ 52-ე მუხლები, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კონტექსტი და თქვენი დამოკიდებულებები გავითვალისწინოთ. პირველი, როდესაც მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიუსელში ვიზიტები განხორციელდა, საინტერესოა, რომ თუ ლეგიტიმური და კანონიერი იყო ამ შემთხვევაში რატომ მოიქეცით იმისგან განსხვავებულად, როგორც თავდაპირველად დაიწყეთ მუშაობა და როდესაც ათანხმებდით ვიზიტებს საქართველოს მთავრობასთან და მოგვიანებით როდესაც შეიცვალა ეს სტრატეგია და მიდგომა, როდესაც სრულიად ახლებურად და განსხვავებულად ბიუჯეტის ხარჯით დაფინანსებაზე უარი თქვით, ან მოგვიანებით, როდესაც ლიეტუვაში ყოფნისას განაცხადეთ, რომ ფორმალურად არ ბრძანდებოდით უფლებამოსილი, რომ განგეხორციელებინათ ეს წარმომადგენლობა. ეს არის მნიშვნელოვანი: თქვენი მოტივაცია როგორი იყო თითოეული ასეთი განცხადების კეთების დროს“, - მიმართა მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება