ნათია თურნავა - არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება

არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენს მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, იქნება თუ არა საკმარისი საბჭოს ხუთი წევრი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მაშინ, როდესაც ამ დროისთვის მოქმედი ოთხი წევრი თანამდებობას საბოლოოდ დატოვებს.

„საბჭო ქმედითუნარიანი იქნება. ჩვენ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შევასრულებთ. არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, რაც მთავარია, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება. რა საკვირველია, სასურველი იქნება, შემდგომში შეივსოს ვაკანტური თანამდებობები. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს პასუხისმგებლობებს აღემატება და ჩვენს ფუნქციებს სცდება, ამაზე დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ისევ ვამბობ, რომ დეკემბერშიც, იანვარშიც და მომავალ წელსაც სებ-ის მენეჯმენტი ეფექტური იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას, თურნავას თქმით, აღნიშნული საკითხი მათ ფუნქციებს აღემატება.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა ჩვენს ფუნქციებს აღემატება, ამიტომ ჩვენ ვერაფერს მოგახსენებთ. იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რაც პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ასე რომ ამ კუთხით, საოპერაციო თვალსაზრისით, რაიმე პრობლემა ეროვნულ ბანკს არ შეექმნება. ფორმალურად, ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გვყავს და შესაბამისად, მანამდე ახალი ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნაზე ვერ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში