ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, “KIUInnovate” პლატფორმის ფარგლებში, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის თემაა - “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს ჩაატარებენ. ისაუბრებენ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

„ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

მომავალ კვირას KIU-ს ეწვევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რომელიც მოხსენებას გააკეთებს ფორუმის ფარგლებში.

KIUInnovate ბიზნეს ფორუმი წელს TUM International-თან პარტნიორობით, KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმი თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას დღეს. ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტები კი მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

KIUInnovate-ის შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU თავისი სამეწარმეო სტრატეგიითა და საქმიანობით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად რეგიონი, ინოვაციების ჰაბად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, KIU-ს სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი წლის წინ, გერმანელ პარტნიორებთან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (TUM) და TUM International GmbH-თან ერთად შეიმუშავა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს KIU-მ დააფუძნა KIUInnovate - ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს KIU-ს მისიას - გახდეს ქვეყნის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი და შექმნას წარმატებული ინოვაციების ეკოსისტემა საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovations

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა