ბერლინში სინაგოგას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტი უკვე დაადასტურა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად დაგმო სინაგოგაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ის „შეძრწუნებულია“ და რომ გერმანია „არასდროს შეურიგდება ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს“.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გერმანიის პოლიციამ ებრაული ინსტიტუტების დაცვა გააძლიერა.