IBSU-ში 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიაზე შეკრებილებს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა სიტყვით მიმართეს.

თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი აქვს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.

„ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გაგრძელებას და კიდევ ბევრი ახალი სიახლისა და ტრადიციის დანერგვას უნივერსიტეტში“, - განაცხადა მახარაშვილმა.

რექტორის განცხადებით, IBSU-ს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრი ახალი სიახლე და ტრადიცია დაინერგება.

„დღეს IBSU-ში გასაოცარი დღე იყო. ოფიციალურად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და გვესტუმრა ძალიან დიდი სტუმარი, ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე. ოფიციალურად უკვე სტარტი აიღო IBSU-ში სასწავლო წელმა. თუმცა, სწავლება უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეს იყო ჩვენი, IBSU-ს დიდხნიანი ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებთ და უფრო ლამაზს გავხდით მომავალში", - განაცხადა კახა შენგელიამ.

IBSU-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა საპატიო ემერიტუსის წოდება გადასცა IBSU-ს აფილირებულ პროფესორს, ნათელა დოღონაძეს, რომელიც 200-ზე მეტი პუბლიკაციის და 14 წიგნის ავტორია.

„განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დააჯილდოვა 2022-2023 აკადემიური წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები, ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა დევიძე, აფილირებული პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დალი ოსეფაშვილი და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა ფიფია.

ასევე, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მენტორები, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ხვთისიაშვილი, პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გიორგი მანდარია და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინგა ტყემალაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო