სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის (SCD) განახლება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით პროგრესის დასაჩქარებლად.

მათივე ცნობით, სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება საქართველოსთვის მკაფიო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ესენია: განათლების ხარისხის გაძლიერება, მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიდან აღსანიშნავია შრომითი რესურსების ჩართულობის ზრდა, დაფინანსებასთან წვდომის გაძლიერება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და კანონებისა და რეგულაციების აღსრულების და პროგნოზირებადობის გაუმჯობესება.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მყარი საფუძვლების მიუხედავად საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად რეფორმების გაძლიერება სჭირდება.

„საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ისეთი გლობალური ტენდენციების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება თუ დიგიტალიზაცია და ასევე ავტომატიზაცია.

სისტემატურ დიაგნოსტიკურ კვლევაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ქვეყანას დაეხმარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე დარჩენაში და ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში“, - აღნიშნა როლანდ პრაისმა.

ანგარიშის თანახმად, სწრაფად ცვალებად საგარეო პირობებში, საქართველომ მდგრადობა გამოავლინა, რაც მნიშვნელოვანწილად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შედეგია. თუმცა, დიაგნოსტიკური კვლევა მიუთითებს, რომ სიღარიბის შემცირების პროცესი უკანასკნელ წლებში შენელდა და ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ფირმების დონეზე განხორციელებული მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა ბიზნესის დონეზე უცვლელია ბოლო წლებში, რაც სავარაუდოდ აფერხებს დასაქმების შესაძლებლობებს.

„საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ბიზნესგარემოს ოპტიმიზაციისთვის და საჯარო ფინანსების გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობა აპირებს შემდგომი რეფორმების განხორციელების გაგრძელებას ჩვენი ამბიციური მიზნების მისაღწევად კლიმატისა და ენერგეტიკის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი სტანდარტის მმართველობის მიმართულებით,“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია განიცადა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის არარსებობით და არაეფექტიანი მიწათსარგებლობით. ასევე, საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ეკონომიკური ზრდის გამიჯვნას ნახშირბადის ემისიებისგან.

კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.

„წინა სისტემატურმა დიაგნოსტიკურმა კვლევამ სახელწოდებით „საქართველო: რეფორმატორიდან შემსრულებლამდე“, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, საფუძველი მოამზადა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ინკლუზიურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესასწავლად. 2023 წლის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება ამ საფუძველს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს ცვალებად მეგატენდენციებზე, რომლებიც მდგრადობაზე მეტ ფოკუსირებას მოითხოვს. ის მომზადდა ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოს (CPF) შემუშავებამდე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ წევრი ქვეყნების ჩართულობისთვის და მათი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად გამოიყენება. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩო 2024 წელს გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა