ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პირისპირ შეხვედრა დასრულდა. პირისპირ საუბრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცდილობს შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, „ჰამასს“ სურს რაც შეიძლება მეტი ისრაელის მოქალაქე მოკლას და მათ პალესტინელების სიცოცხლე არაფრად არ მიაჩნიათ.

ყოველდღიურად ისინი ორმაგ სამხედრო დანაშაულებს ჩადიან, თავს ესხმიან ჩვენს მოქალაქეებს და საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალებიან, მათ ფარად იყენებენ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „აშშ თქვენ გვერდით თავისუფლების დასაცავად, სამართლიანობისა და მშვიდობის მხარდასაჭერად დგას".

„დღეს, ხვალ და ყოველთვის, ჩვენ ამას გპირდებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება