გიორგი ბაქრაძე - მთლიანობაში ეს ცვლილებები გაამყარებს ფინანსურ სტაბილურობას და ხელს შეუწყობს მსესხებლების დაცულობას

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები ხელს შეუწყობს ფინანსური დოლარიზაციის შემცირებას, - აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით მსესხებლებს, რომელთა სავალუტო რისკები ჰეჯირებულია, სესხის მათთვის შესაფერის ვალუტაში აღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ხაზი მინდა გავუსვა ცვლილებებს უცხოურ ვალუტაში სესხის აღებასთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ფინანსური დოლარიზაციის შემცირებას, მეორე მხრივ კი, საშუალებას მისცემს მსესხებლებს, რომელთა სავალუტო რისკებიც ჰეჯირებულია, სესხი მათთვის შესაფერის ვალუტაში აიღონ. მთლიანობაში ეს ცვლილებები გაამყარებს ფინანსურ სტაბილურობას და ხელს შეუწყობს მსესხებლების დაცულობას და უსაფრთხოებას. ცალკე მინდა აღვნიშნო რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია დოლარიზაციის შემცირებაში, რომელზეც ზრუნვა აქტიურად ჯერ კიდევ 2016 წელს დავიწყეთ“, - განმარტავს ბაქრაძე.

18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო.

მედიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება