ირაკლი კობახიძე - იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - დღეიდან, 1 წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი

ორივე შედეგი მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად, - ასე შეაფასა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ჩაგდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, „რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“.

„იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს არის ის, რომ დადგინდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი და, კიდევ ერთხელ, ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ორივე შედეგი მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

შესაბამისად, დღეიდან 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი.

მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება, რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. ის და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე. სინამდვილეში ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება