აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციებს უწესებს

აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას, რომელთაც „ჰამასთან“ აქვთ კავშირი.

„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

ერთ-ერთი სანქცირებულია აიმან ნოფალი, ჰამასის მეთაური, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს