ირაკლი კობახიძე - ერთ თვეში ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, რაც მეტყველებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს იმას საერთოდ არაფრად უღირს მისი პერსონალური რეპუტაცია

ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც მეტყველებს, რომ ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და ვინც დავალებებს აძლევს იმას საერთოდ არაფრად უღირს სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოფილ გენერალურ პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს სამი თვის ნაცვლად ერთ თვეში შეუწყვიტა მოქალაქეობა.

„რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამეა. მან [სალომე ზურაბიშვილმა] სამჯერ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, ჯერ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, როგორც კი გამომიგზავნით დოკუმენტებს მაშინვე შევუწყვეტო. იუსტიციამ მეორე დღეს გაუგზავნა, მან არ შეუწყვიტა, მერე თქვა განა არ შევუწყვიტეო, მესამე პოზიცია ეს იყო, სამთვიანი ვადა მაქვს და ამას ველოდებიო, შემდეგ სამ თვესაც არ დაელოდა და ერთ თვეში შეუწყვიტა მოქალაქეობა. ანუ ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც მეტყველებს, რომ ეს ადამიანი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და ვინც დავალებებს აძლევს იმას საერთოდ არაფრად უღირს სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაუჭირა მხარი კიდევ ერთხელ რევოლუციურ პროცესებს“.

„რაც შეეხება ვეტოს, ეს კანონპროექტი, რომელიც შეეხება მანიფესტაციებს ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ ჩაიშალოს ის რევოლუციური პროცესები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის „კანვასის“ ტრენინგებზე, სუს-მა გამოაქვეყნა შესაბამისი ინფორმაცია, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაუჭირა მხარი კიდევ ერთხელ რევოლუციურ პროცესებს ამ ქვეყანაში. ეს არის ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“ , რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგით, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ დღის წესრიგით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება