ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს აინტერესებდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო რუსეთთან ომი.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აქვს ნათქვამი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

„ჩვენ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი. საერთოდ არ გვინდა ამ თემაში შესვლა, პრინციპულად არ შევდივართ ამ თემაში. სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აქვს ნათქვამი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ჩვენ მისგან და ასევე „ნაცმოძრაობისგან“ გვაინტერესებს პასუხი, რატომ მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელი, სადაც პირდაპირ წერია, რომ სწორედ მათ დაიწყეს ომი, რაც წარმოუდგენელია. ჩვენ არც არაფერს ვამბობთ და არც ვამტკიცებთ. გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება ამ საკითხზე“,-განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ვინც ამ განცხადების გამო, სალომე ზურაბიშვილს ჯაშუშს და აგენტს უწოდებდა, დღეს ისინი მის გადაყენებას მხარს არ უჭერენ.

„შეიძლება სხვა სტატუსი შეიცვალოს, მაგრამ აგენტი და ჯაშუში არის ის სტატუსი, რომელიც არ იცვლება. როდესაც ახლა მხარს არ უჭერენ მის გადაყენებას, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე გაექცა კითხვაზე პასუხს, იმსახურებს თუ არა საქართველო არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს.

„ეს არის მარტივად იმის აღიარება, რომ ეს ადამიანი დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. აქედან გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნა, ვის უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ვის არა. ცალსახად, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია მთლიანად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დეკემბრის გადაწყვეტილებას ველოდებით“,-განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო