ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს ომი წააგო 10:0

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლების მიმართ, კიდევ ერთი ღალატი იქნება.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამ წითელ ხაზს არ გადაკვეთს“.

„ეს არის მისი საქმე. ამას თუ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ღალატი იქნება იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც 2018 წელს მხარი დაუჭირა. კიდევ ერთ ღალატზე თუ წავა ეს მისი საქმეა, არ ვიცი. ეს ერთი წითელი ხაზი აქვს და იმედია იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10:0 წააგო.

სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული,“ - აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კამპანიის დროს არ უჯერებდა.

„რეალურად მართლა არ გვიჯერებდა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით, ვეხმარებოდით, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ გვიჯერებდა. რეალურად რომ დაეჯერებინა, პირველ ტურში 39%-ზე ნაკლებს არ მიიღებდა. მეორე ტურში უფრო მეტად დაგვიჯერა,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება