პაატა მანჯგალაძე - კითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა - ვიდრე სააკაშვილს არ შეიწყალებს, ზურაბიშვილით აღფრთოვანება პოლიტიკური ფარისევლობაა

კითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა - ვიდრე სააკაშვილს არ იწყალებს, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანება არის პოლიტიკური ფარისევლობა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმპიჩმენტით „ქართულმა ოცნებამ" კანდიდატის სტატუსს პრობლემა შეუქმნა.

„იმპიჩმენტის ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სიამოვნება შედეგის გარეშე, დანარჩენი საკითხები რომ გადაიფარა თემები, კანდიდატის სტატუსს შეუქმნეს პრობლემა, კიდევ უფრო დააზიანეს ეს პროცესი და ეს სახეზეა, ამაზე მეტყველებს პარტნიორების განცხადებები, რომლებიც ევროპული ვიზიტების გამო იმპიჩმენტს განიხილავენ როგორც ხელშემშლელ ფაქტორს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის ნამდვილად ასე. ეს არის რუსული საქმე, როცა ფორმალურად სჯიან პრეზიდენტს იმის გამო, რომ ევროპაში ცდილობდა პარტნიორებთან კონტაქტს. ჩვენ ასევე ვიცავდით არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ინსტიტუციას, გვინდა რომ არაფორმალური მმართველობა არ იყოს, ქვეყანას არ ჰყავდეს ჯიბის პრეზიდენტი, ჯიბის სასამართლო, ჯიბის მთავრობა და პარლამენტი, მაგრამ კითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა, ის არ საუბრობს იმაზე, რომ ყველაფრის დირიჟორი იყო ივანიშვილი და როცა საუბრობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ფარცხალაძეს შეუწყვიტა მოქალაქეობა, ფარცხალაძის კადრები მართავენ პროკურატურას დღესაც და მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო ტყვე რეჟიმის, ამიტომ ვიდრე ის არ იწყალებს სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანება არის პოლიტიკური ფარისევლობა”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება