მესტიამ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ „GRETA“-ს  შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ GRETA-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით „მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ” მთელი დღის განმავლობაში, სვანეთში, 3 განსხვავებულ ლოკაციაზე გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორებში სტრატეგიულ დონეზე განხორციელებული აქტივობებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოესმინათ.

„ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, არსებულ შედეგების შეჯამებასთან ერთად, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის წარმოჩენაა.

ღონისძიების ფორმატი ასევე ყველა დაინტერესებული / ჩართული მხარის ერთ სივრცეში გაერთიანებას ითვალისწინებს და ადგილზე მაღალმთიან რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი და ზემო სვანეთი) საერთო პერსპექტივით სამომავლო რეგიონების განვითარების ხედვაზე მსჯელობაც წარიმართა.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი GRETA აღნიშნული სექტორების ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ხორციელდებოდა, დასკვნით ღონისძიებას როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი GRETA, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება