ენტონი ბლინკენი - „ჰამასი“ პალესტინელებს არ წარმოადგენს

„ჰამასი“ პალესტინელებს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს განუცხადა.

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა და გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო მწუხარება გამოხატა.

„სახელმწიფო მდივანმა პალესტინელი ხალხის მიმართ აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტერორისტები არ წარმოადგენენ პალესტინელებს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს თვითგამორკვევისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენმა და აბასმა ასევე განიხილეს აშშ-ის მცდელობები, რომ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მოხერხდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება