აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან ისრაელი არ დგას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან ისრაელი არ დგას.

ამის შესახებ მან ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მონაცემებმა, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტისგან მიიღო, ის დაარწმუნა იმაში, რომ ისრაელი არ დგას ქალაქ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან, რომლებსაც, პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ასობით მსხვერპლი მოყვა.

მანამდე ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ისე ჩანს, რომ ეს სხვა მხარემ გააკეთა“.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი