გიორგი ამილახვარი იტალიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან ერთად, შეხვედრა გამართა, იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა იტალიასთან პარტნიორობით მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამები განიხილა და მათი განვითარების გზებზე იმსჯელა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი აქტიურად მუშაობენ იტალიის მხარესთან საპარტნიორო ქსელის გაფართოების მიმართულებით, რათა სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები და საზღვარგარეთ ცხოვრების უკეთესი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი.

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოში არაერთი წარმატებული პროგრამა ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„რა თქმა უნდა, ამ პროგრამების ფარგლებში იტალიის უნივერსიტეტებშიც აგრძელებენ სწავლას ჩვენი სტუდენტები. ამ ყველაფერთან ერთად, მოხარული ვარ, რომ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან და სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად წლების წინ დავიწყეთ უკვე ერთობლივი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა უნივერსიტეტში. დღეს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდა – ხელი მოეწერა ცენტრსა და ორგანიზაცია „მინერვას“ შორის შესაბამის მემორანდუმს.

იტალიის საელჩოს და პირადად ელჩს მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. მათთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, სტუდენტებს რაც შეიძლება ფართო ასპარეზი შევუქმნათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის.

მინდა, მოგილოცოთ ყველას, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში ისწავლეთ იტალიაში. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას უცხოეთის უნივერსიტეტებთან თქვენთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის“,- აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა იტალიის ნებისმიერ უნივერსიტეტში აქვთ. გარდა ამისა, იტალიის მხარესთან პარტნიორობით ხორციელდება ერთობლივი პროგრამა – „აკადემიური პროგრამები იტალიაში‘‘, რომლის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ იტალიის 7 უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა საშეღავათო პირობით სარგებლობენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2014-2023 წლებში იტალიაში სწავლა დაუფინანსდა საქართველოს 57 მოქალაქეს, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა 37 სტუდენტი, ხოლო იტალიასთან საპარტნიორო პროგრამის – „აკადემიური პროგრამები იტალიაში‘‘ ფარგლებში 20-მა მოქალაქემ მიიღო დაფინანსება.

ღონისძიების ფარგლებში, იტალიის მხარესთან საპარტნიორო ქსელის გაფართოების მიმართულებით, განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მინერვას‘‘ შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის