დმიტრო კულება - ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ უთხრეს, თარიღების შეთანხმება სთხოვეს - თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ

ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი არ უთხრეს, არამედ თარიღების შეთანხმება სთხოვეს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიური გამოცემა la Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თავს უარყოფილად არ ვგრძნობთ. მათთან [ისრაელთან] ვიზიტი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ეგრევე განვიხილეთ, და მათ გვითხრეს, რომ დალოდება მოგვიწევს. მაშინ თელ-ავივში არცერთ უცხო ლიდერს არ ელოდნენ. ახლა ფაზა შეიცვალა“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, აქამდე ისრაელის მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ვიზიტი მოითხოვა, მაგრამ მას უთხრეს, რომ “დრო ჯერ შესაბამისი არ არის”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება