საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფინანსური ინსტიტუტებისთვის

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, "ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები, აქტივების გაუმჯობესებული ხარისხი და საკრედიტო აქტივობის მდგრადი დონე, რაც, თავის მხრივ, მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია, მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და შეუფერხებლად განაგრძობს ეკონომიკის დაკრედიტებას.

„ამ პოზიტიურ ფონზე მიგვაჩნია, რომ დროული და ადეკვატურია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა; უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლებლობის გაჩენა მიიღონ დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში და სხვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ბუნებრივია, გააგრძელებს პროფესიულ კომუნიკაციას და კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. დადებითი დინამიკის კვალდაკვალ საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის დაკრედიტების შემდგომ გაფართოებასთან, ლიკვიდობის ზრდასთან, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა თუ ბიზნესის წინაშე მდგარ სხვა ამოცანებთან.

ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა