ნათია თურნავა - სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წელზე გაზრდა მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს

იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, 4 წლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება