ანონსი  19 ოქტომბერი

19 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საერთაშორისო კომპანია BIM Solutions Group, სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია „სიემსისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო „პულმანში“ სამშენებლო სფეროს გაციფრულების საერთაშორისო ფორუმს ჩაატარებს.

ფორუმის დღის წესრიგისა და თემების სანახავად, რომელსაც აქ ინდუსტრიის პროფესიონალები განიხილავენ, ეწვიეთ ბმულს.

ასევე, ფორუმზე მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა Tkt.ge -ზე.

19 ოქტომბერს, 10:30 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

19 ოქტომბერს 11:00 საათზე, მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის ინიციატივით, რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან და ჭორვილისკენ დაიძვრებიან.

საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე 577 320 303

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმზე დაგეგმილი ლაბორატორიული კვლევა. მცენარეული ცხიმების შერევით რძის ნაწარმის ფალსიფიცირების პრობლემა და ბაზარზე არსებული ვითარება. საქართველოს რეგიონებში ყველის შემოწმების შედეგები“.

მის:კოსტავას 47/57.

საკ.: 593 53 45 24

19 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა.

ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს