რატი ბრეგაძე - ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა კონსტიტუცია დაარღვია და ეს არის დადასტურებული ფაქტი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

„ზოგადად, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროდ, უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია. ეს შემიძლია გითხრათ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით”, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან უპასუხა შეკითხვას შესაძლოა, თუ არა პროცესმა პროკურატურაში გადაინაცვლოს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მთავრობის უნებართვოდ ისევ გააგრძელებს ევროპაში სამუშაო ვიზიტებს.

„ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის დადასტურებული ფაქტი. პროკურატურის ნაწილზე მე როგორ გიპასუხოთ, ამაზე პროკურატურას უნდა დაელაპარაკოთ. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაიწყოს გამოძიება, თუკი ვინმე დაარღვევს სსკ-ს ან ჩაიდენს დანაშაულს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყვეს თუ არა იმის გამო, რომ ევროპელ ლიდერებს შეხვდა კანდიდატის სტატუსზე.

„ამის გამო არავის დაუწყია შესაბამისი პროცედურა, პროცედურა დაიწყო იმის გამო, რომ საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს ისედაც ცხადი იყო. თუმცა, ამის შესახებ მტკიცებით ფორმაში არავინ საუბრობდა იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლომ არ მოიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტი. აქ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მან არ აიღო მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და შესაბამისად, სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. ამაზე ახლა, თავად ქალბატონ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ რატომ არ აიღო [მთავრობისგან ნებართვა]”, - განაცხადა ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება