თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, რომელსაც არანაირი როლი არ ექნება - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, რომელსაც არანაირი როლი არ ექნება.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს.

ჩუგოშვილის თქმით, მოსალოდნელია ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე განხორციელდეს წნეხი, თუნდაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, ანუ თანამდებობის პირად, რომელიც არსებობს, მაგრამ არანაირი როლი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ძალიან მნიშვნელოვან წელს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს. ამიტომ წინ, რაღაც პროცესები გველის. არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე რა წნეხი იქნება გამოყენებული, ეს იქნება ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თუ სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, ალბათ, პროკურატურის ხსენებაც ამას ემსახურებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, ადმინისტრაციაზე უფრო იქნება მიმართული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტია პრეზიდენტის ხელში? - ჩუგოშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის ხელშია ის ყველაფერი, რაც იმპიჩმენტამდე იყო, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო და ვერ დასრულდა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ პროცედურებზე, რაც შეიძლება მომავალში განხორციელდეს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ თუკი იმპიჩმენტი არ შედგა, იგივე საკითხზე არ არის შესაძლებელი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

მისივე თქმით, პარლამენტში დღეს დაემუქრნენ პროკურატურით, თუმცა, მისი თქმით, მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი.

„ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა ამოიწუროს და ამით დასრულდეს. დღეს, საერთოდ დაემუქრნენ პრეზიდენტს პროკურატურით. იმპიჩმენტი კი არა სისხლის სამართლის პროცედურებით იყო მუქარა. ეს ვერ შეუშლის პრეზიდენტს ხელს, რომ შეასრულოს ის როლი, რომელიც მას აქვს.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი გზა არის იმპიჩმენტი და ასევე პასუხისგებაში მიცემა. მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი. ამიტომ, რაც არ უნდა დაუპირონ სალომე ზურაბიშვილს უნდა გაიარონ იმპიჩმენტის გზა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საქმიანობა გააგრძელოს. იმ მომენტში, რა მომენტშიც ქვეყანა არის, პრეზიდენტი არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის თავისი როლი შეასრულოს და ქვეყანას დაეხმაროს მხარდამჭერების მოპოვებაში“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე