აშშ-ში კაპიტოლიუმის პოლიციამ ისრაელ-ჰამასის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა

აშშ-ში კაპიტოლიუმის პოლიციამ ისრაელ-ჰამასის ომის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას ABC News-ი, კაპიტოლიუმის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მათი უმეტესობა კაპიტოლიუმში დემონსტრაციის გამართვისთვის დააკავეს.

აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსსა და მის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას მოითხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტოლიუმის პოლიციამ, წესრიგის აღსადგენად, დასახმარებლად სამართალდამცავები მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოიძახა, მათ შორის ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია და ვირჯინიის ოფიცრები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება