სალომე სამადაშვილი - სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის კანონიც შეაპარეს პარლამენტში - თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ

სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში - თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე წერს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს“.

“ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცები მათმა თანამზრახველებმა. ასე იქცევა “ოცნებაც”. სანამ იმპიჩმენტის შაპიტოს გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში. თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ჩვენ კი, მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს”,- წერს სამადაშვილი.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება