სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე რამდენჯერმე უარს იტყვიან, 2-3 წლის შემდგომ, შესაძლოა, სოციალური დახმარება შეუჩერდეთ

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ. შესაბამის მექანიზმზე მუშაობა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.

„სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. სწორედ ეს არის ამ პროგრამის პირველი ეტაპი. ამ პროგრამამ მინიმუმ, 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მათ შორის, ამ ადამიანების მიერ. კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალურად დაუცველისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ იმ პაკეტს, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ,“ - განუცხადა გიორგი კაკაურიძემ „ინტერპრესნიუსს“.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში