The Times of Israel - ისრაელის თავდასხმებს „ჰამასის“ პოლიტბიუროს პირველი ქალი წევრი ემსხვერპლა

„ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი ჯამილა ალ-შანტი, პირველი ქალი, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი „ჰამასთან“ დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოხდა თავდასხმა, არ ვრცელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ ის გამთენიისას განხორციელდა.

ალ-შანტი 2021 წელს პირველი ქალი გახდა, რომელიც „ჰამასის“ პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში, აირჩიეს. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა