გეოგრაფიული აღნიშვნა „მანავი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „მანავი“ „საქპატენტში“ 2006 წლის 21 აგვისტოს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „მანავის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ღვინო „მანავი“ ხალხში ცნობილია, როგორც „მანავის მწვანე”. ეს სახელწოდება უძველესი დროიდან შემორჩა, მას შემდეგ, რაც არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი წინაპრები თეთრ და წითელ ღვინოებს ფერის გასაუმჯობესებლად უმატებდნენ ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს. წითელი ღვინისთვის იყენებდნენ „საფერავს“, ხოლო თეთრი ღვინისთვის კი – „მწვანეს“.

იგივე სახელის, „მწვანის“ წარმომავლობას ვპოულობთ ლევან ფრუიძის სამტომეულში „საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია“. ავტორის აზრით, კახეთში განთქმული იყო სოფელ მანავის „მწვანე კახურის“ ე.წ სადედოფლო და საბერო ზვრები. მანავის მიმდებარედ გაშენებული ზვრების დიდ ნაწილს „ბაგრატიონის ზვრებს“ უწოდებდნენ და აქედან დაყენებული ღვინო სამეფო კარზეც კი მოიხმარებოდა.

კონკრეტულად ღვინოს „მანავი“ ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „მანავი“ თეთრი მშრალი ღვინოა. აქვს ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერი. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატითა და მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.

ღვინო „მანავის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ღვინო „მანავი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%.

მიუხედავად იმისა, რომ მანავურ ღვინოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ზემოთ მოთხრობილი ფაქტები მინიმუმ 3 საუკუნეს ითვლის, უშუალოდ ღვინო „მანავი“, როგორი სახითაც დღევანდელ ბაზარზე ვხვდებით, საბჭოთა პერიოდში გააქტიურებული ღვინის ქარხნების მუშაობის შედეგად მიღებული ღვინის სახეობაა. ამიტომ, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „მანავი“ სპეციფიკაცია აზუსტებს, რომ ღვინო „მანავი“ შექმნილია „სამტრესტის“ წამყვანი სპეციალისტების მიერ და გამოდის 1938 წლიდან.

ღვინის წარმოების მიკროზონა მოიცავს საგარეჯოს რაიონის შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი. ყველა ეს სოფელი გაშლილია ივრის ზეგანზე და სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობა და რეგიონისათვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, შავმიწისებრი კარბონატული ნიადაგები და მწვანე კახური ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავს ამ ღვინის განსაკუთრებულ ღირსებას. შესაბამისად, ღვინო „მანავი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის დამზადებას, დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ბოთლებში ჩამოსხმა კი შესაძლებელია მოხდეს კახეთის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა