ოთარ შამუგია - დარწმუნებული ვარ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარმატებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკში ირიგაციის და წყლის სექტორის მენეჯერ უინსტონ უისმთან და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან გამართულ შეხვედრაზე, GRAIL-ის ტექნიკური და ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“ გამახვილდა. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც სამუშაო პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობითაც იყო განპირობებული.

ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. პროექტის განხორციელების ეტაპზე აუცილებელია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც პროცესებს ეფექტიანად წარმართავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკთან ნაყოფიერი და სანიმუშო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც მაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყო „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა