რიში სუნაკი ისრაელში - უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ

უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ შემზარავი ტერორისტული აქტი განახორციელა.

„თქვენ განიცადეთ ენით აუწერელი, შემზარავი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე თქვენს გვერდით ვართ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მისი თქმით, მოუთმენლად ელის შეხვედრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში დღეს ჩავიდა. ის, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს