მეტი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის - „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის ახალი პოლიტიკა

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც, 3000-ამდე თანამშრომლით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ გადაწყვეტილებას იღებს. განახლებული დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებული შესაძლებლობები შეიქმნა. მთელი ჰოლდინგის მასშტაბით, სასურველ პოზიციაზე დასაქმება ახლა უკვე ნახევარ განაკვეთზეა შესაძლებელი.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჰოლდინგის მასშტაბით 200-ამდე პოზიცია განისაზღვრა, რომლებზეც ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა შესაძლებელი. ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში 30-ამდე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.

ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „წელს ჰოლდინგის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და ახალგაზრდების ამ მიმართულებით მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს, მათი სალექციო განრიგის გათვალისწინებით, უმეტესწილად უძნელდებათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობების განხილვა, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა ადამიანური კაპიტალის შერჩევის პოლიტიკისთვის. შევიმუშავეთ მიდგომა, რამაც მოგვცა საშუალება, ახალი კანდიდატების შერჩევისას მოქნილი პირობებით ვიხელმძღვანელოთ.

ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ კანდიდატებს მათ განრიგებზე მორგებული სამუშაო განაკვეთები და ამით წვლილი შევიტანოთ ბაზარზე ახალგაზრდების, და არა მარტო მათი, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც უმსხვილესი კომპანია, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. მასშტაბიდან გამომდინარე, ნახევარ განაკვეთზე ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და სასურველი პოზიციის მოძებნა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით, ნახევარ განაკვეთზე არსებული ვაკანსიების ნახვა თეგეტას დასაქმების პორტალზეა შესაძლებელი - jobs.pointer.ge ან Jobs - TEGETA CARS (pointer.ge)

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ინფორმაციას "თეგეტა მოტორსი" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა