„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით მსვლელობით ჭორვილაში მიემართებიან.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ქართველი ხალხის სახელით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეახსენებენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით.

„ვაგრძელებ რეგიონებში სიარულს, ეს დღეს არ დამიწყია. დღეს სიმბოლურად მივემართებით რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით, რასაც არ დავუშვებთ. ყველგან ვიქნებით, სადაც ორი ადამიანიც კი გააპროტესტებს ამას. საბოლოოდ ყველა ერთად ვიბრძოლებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”,-აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „პუტინის დაკვეთით საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება