ხატია დეკანოიძე - კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება - თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის

თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს".

მისი თქმით, ამ განცხადებით კობახიძემ პრეზიდენტს გაფრთხილება მისცა.

„ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძე გამოეხმაურა მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტია პროდასავლური ელექტორატისთვის და აღნიშნა, რომ „ივანიშვილს არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი“.

„ივანიშვილის მითოლოგიზაცია არის ძალიან საშიში. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და დაკავებულია საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით, ამიტომ მას არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი. მმართველი პარტია, რომელიც ასევე დაკავებულია რუსული გავლენების გაძლიერებით, არის მისი სახე. ყველაფერს გამოაჩენს დრო, მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ იმპიჩმენტი იყო პროცესი პროცესისთვის, რომლითაც მმართველი პარტია შეეცადა, გადაეფარა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეხება ფარცხალაძის დასანქცირებას, ღარიბაშვილის კორუფციას და ა.შ."- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება