ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე, 203 ადამიანი იმყოფება.
მძევლებს შორის არიან ბავშვები, ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 306 ჯარისკაცი დაიღუპა.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ისრაელის კიბუც ნირ-ოზიდან დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის გოგონა, ნოია დანი და მისი 80 წლის ბებია არიან. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ბებია და შვილიშვილი ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.