„საქსტატი“ - იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 607.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანადგილობრივ ექსპორტში 75.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (412.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (290.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (235.0 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზესპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 433.0 მლნ. აშშ დოლარით,აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანიადგილობრივი ექსპორტის 8.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 140.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს