„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 25 ოქტომბერს საქართველოში პირველად eCommerce Day გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორობით საქართველოში პირველად, eCommerce Day 25 ოქტომბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Ecommerce day ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში მიღწევებსა და ინოვაციებს აღნიშნავს. მისი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა და გაუმჯობესება, ასევე ასოციაციის წევრებისა და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის, გამოცდილების გაზიარების და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაა, რათა მეტად გამარტივდეს როგორც ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა, ისე ინოვაციური იდეების დანერგვა. მოწვეული სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, მის მომავალო პერსპექტივებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ.

E-commerce day - ზე საქართველოს ისეთი კომპანიები ეწვევიან, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერის ვორქშოფს ჩაატარებს, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად Ecommerce Day გაიმართება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე ინდივიდუალურ მეწარმეებს საშუალებას აძლევს აწარმოონ ელექტრონული კომერცია, დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება ქართულ-ინგლისურ ენაზე გაიმართება და მსურველებისთვის სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა