შალვა პაპუაშვილი - თუ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-სგან მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება ფუჭია

თუ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-სგან მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება არის ფუჭი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დღეს სუს- ის უფროსის მოსმენაზე იქნება თუ არა კითხვები ფარცხალაძესთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა დღევანდელ მოსმენაზე სუს-ის უფროსისგან მეტი დეტალი გაიგონ დაწყებული გამოძიების (ე.წ. ტრენინგების საქმე) თაობაზე.

„სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია მისი მოსმენა განსაკუთრებით იმ კონტექსტში რაც გვაქვს - გამოძიების კონტექსტში. ამ საკითხზე გვექნება კითხვები და იმედი გვაქვს, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, პასუხებიც იქნება და შესაძლოა, მეტი დეტალიც მივიღოთ. რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, ვერაფერს გეტყვით. ვიცით, რომ მიმართ პროკურატურამ აშშ-ის მტკიცებულებებთან დაკავშირებით და ჩვენ მოველით, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება არის ფუჭი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება