პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაციის“ წევრი გახდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, 2-3 ოქტომბერს, ქალაქ ტანჟერში (მაროკო) გამართულმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაციის“ ასამბლეამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წევრის სტატუსი მიანიჭა.

„ასოციაციაში სამსახურის გაწევრიანების საკითხს ღონისძიების მონაწილე ცხრამეტივე წევრმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაუჭირა.

ასოციაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაწევრიანების საკითხი ცნობილი გახდა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ 45-ე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებში ასოციაციის საქმიანობის შესახებ მოხსენებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი - კატრილ ლემანი წარსდგა.

გაცნობებთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაცია“ შეიქმნა 2007 წლის სექტემბერში, მონრეალში ფრანგულენოვანი პერსონალური მონაცემების დაცვის ორგანოებისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) წარმომადგენლების მხარდაჭერით. ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს: წევრთა საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერება, მონაცემთა დაცვის სფეროში ფრანგულენოვანი საექსპერტო პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასოციაციის წევრთა ინფორმირება მათ საქმიანობის შესახებ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება