იაირ ლაპიდი - „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ღაზა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუბრუნდება

„ჰამასის“ დამარცხების შემდეგ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ღაზა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა თელ-ავივში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ადრე ასე იყო. პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაში ჯერ კიდევ ჰყავს დაახლოებით 20 000 ადამიანი, რომლებიც იქ მუშაობენ და ბევრი ობიექტი თუ სამოქალაქო ორგანიზაცია მათ მიერ დისტანციურად იმართება“, - აღნიშნა ლაპიდმა.

ცნობისთვის, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია „ჰამასმა“ 2007 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ღაზას სექტორიდან განდევნა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის