ირაკლი კობახიძე - ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს აპროტესტებს, ყველა არის რევოლუციის მხარდამჭერი - სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა განცხადებები, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი

ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს აპროტესტებს, ყველა არის რევოლუციის მხარდამჭერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, კობახიძის თქმით, „ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა განცხადებები, რომ რევოლუციის მხარდამჭერია“.

„თქვენ იცით კონტექსტი რა არის - გახსოვთ აკერმანის ტრენინგები, კანვასის ტრენინგები, მანამდე ივნისში და მარტში რევოლუციის მცდელობა. ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას უკავშირდება, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი. სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა განცხადებები, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი, ყველა სხვა ვინც გააპროტესტებს ამ კანონს, პირდაპირ აღიარებს, რომ სურს რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონიც ამ მიზანს უკავშირდება”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება