ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

„საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ

მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება