„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა - ევერესტი იწყება

„საქართველოს ბანკი“ აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ, ვისაც ლოგიკური და საინტერესო მათემატიკური ამოცანები აინტერესებთ, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ევერესტის ოქროს ტურში, ასევე სამტურიან ოლიმპიადაში. ორივე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

„ოქროს ტური წელს 28-29 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოქროს ტურის ფარგლებში, ბავშვებმა 14 ამოცანა უნდა ამოხსნან, ოლიმპიადის ბოლოს კი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გამოვლინდება.

ოქროს ტურზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 25 ოქტომბერს დასრულდება.

სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში კი პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას ონლაინ, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 4-5 ნოემბერს ჩატარდება.

ფინალური ტური 2-3 დეკემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება. სამტურიან ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაწყებულია და პირველ ნოემბერს დასრულდება.

ოქროს ტურისა და სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 24 დეკემბერს გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელიs ანა ლომთაძის განცხადებით, ევერესტის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, საინტერესო მათემატიკური ამოცანების მეშვეობით გამოცადონ საკუთარი თავი და უნარები.

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მოსწავლეებისთვის განათლებისა და საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, საინტერესო მათემატიკური ამოცანების მეშვეობით გამოცადონ საკუთარი თავი და უნარები, შეიმეცნონ უფრო მეტი და განივითარონ ლოგიკური აზროვნება. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნა ანა ლომთაძემ.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება