მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელიც სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადების ზრდის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებისა და სხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საამიროები საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე, საამიროებში მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდა ამ ქვეყნიდან, რომელიც ტრადიციულად მაღალ მხარჯველ უნარიანობით გამოირჩევა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, საამიროებიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში 40 სიხშირით ახორციელებს, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას განსაკუთრებულად უწყობს ხელს. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე. საამიროების ეკონომიკის მინისტრთან შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის კერძო სექტორს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს უზრუნველყოფს”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა