საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.

სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ - ბიოსამედიცინო ინჟინერია, ABET აკრედიტაცია მოიპოვა, ეს არის წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდროულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება წარმატება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონ ჰალილ გიუვენის დამსახურება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით. უნივერსიტეტს ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელების საშუალებებიც არსებობს. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აღფრთოვანებულია შედეგებით. იან გიბსონის თქმით, ის გააგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანი იან გიბსონი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი ჰალილ გიუვენი სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფაკულტეტების დეკანებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა