ECBC - საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან

ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (European Covered Bond Council, ECBC) ყოველწლიურმა საერთაშორისო გამოცემამ, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუბლიკაციაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა, პოზიტიურადაა მიმოხილული საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ". ასევე, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ 2023 წელს დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი".

„გამოცემაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნიშანდობლივია, რომ სტატია ყოველწლიურად გადაიხედება და განახლებული სახით მომდევნო წლის გამოცემებშიც გამოქვეყნდება.

საერთაშორისო გამოცემის პრეზენტაცია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, მიმდინარე წლის სექტემბერში გამართულ იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე (Euromoney/ECBC Covered Bond Congress) შედგა. ორგანიზატორთა მიწვევით ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იპოთეკური ობლიგაციის არა მხოლოდ როგორც საინვესტიციო პროდუქტის მნიშვნელობას, არამედ ყურადღება გაამახვილეს იპოთეკურ ობლიგაციაზე როგორც საბანკო სისტემაში რისკების მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, მათ შორის, იპოთეკური ობლიგაციის საშუალებით საბანკო სესხების დაფინანსებაში გრძელვადიანი ვალდებულების საფუძველზე მოზიდული სახსრების წილის ზრდის პოტენციალზე. იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარებას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეროვნული ბანკი გერმანიის იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკების ასოციაციის (Verband deutscher Pfandbriefbanken - vdp) მიერ ორგანიზებულ იპოთეკური ობლიგაციების ევროპელ ზედამხედველთა სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ეროვნული ბანკიც იყო წარმოდგენილი, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და მასზე იპოთეკური ობლიგაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სებ-ის წარმომადგენლებმა გრაცში გამართულ ცენტრალური ევროპის იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. პანელურ ფორმატში ქართველმა სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებული ქართული გამოცდილება გაუზიარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა